
BMW-ს განსაკუთრებული მე-7 სერია
მიმდინარე წელი BMW-სთვის განსაკუთრებულია. კომპანია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით გერმანელებმა განსაკუთრებული, საიუბილეო მე-7 სერიის გამოშვება გადაწყვიტეს, სახელწოდებით"BMW Individual 7-Series The Next 100 Years".
ავტომობილის ინტერიერი "The Next 100 Years", "BMW Individual" და 1 OF 100 წარწერებით გაფორმდება, რაც მის განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს მომხამრებელს.
გარდა ამისა, მანქანა უნიკალური ლურჯი ფერითა და განსხვებული დისკებით იქნება, მისი სალონი კი Merino-ს თეთრი ტყავისგანაა დამზადებული.