
“დალასმა“ და ზაზა ფაჩულიამ სეზონი დაასრულეს (ვიდეო)
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მისმა “დალას მავერიკსმა“ 2015- 2016 წლების სეზონი დაასრულეს. რიკ კარლაილის გუნდმა ბევრი კი იბრძოლა, მაგრამ უფრო ძლიერ და დაბალანსებულ მეტოქესთან, რომელსაც გაცილებით სოლიდური ხუთეული და სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს სერიაში 1:4 დამარცხდა. სეზონის ბოლო მატჩი ტეხასელებმა “ოკლაჰომასთან“ 104:118 დათმეს, ჩვენი გუნდის კაპიტანმა კი სარეკორდო მატჩი ჩაატარა - 9 პასი დააგროვა, თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო- 32 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
დალასელებს დირკ ნოვიცკიმ ულიდერა 24 ქულით, ოკლაჰომელებს კი გუნდის დამრტყმელმა ძალამ - რასელ ვესტბრუკმა 26 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა, ხოლო კევინ დიურანტმა - 33 ქულა ჩააგდო.
დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასული „ოკლაჰომა“ სერიის პირველ მატჩში მომავალ შაბათს „სან ანტონიოს“ შეხვდება.