ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას და “დალასის“ მადლობა გულშემატკივრებს! (ვიდეო)

“დალას მავერიკსმა“ “ოკლაჰომასთან“ მარცხით მიმდინარე სეზონი დაასრულა. ტეხასელები კევინ დურანტის და რასელ ვესტბრუკის გუნდთან სერიაში 1:4 დამარცხდნენ. გუნდის ოფიციალური გვერდი გულშემატკივრის მიმართ მხარდაჭერას მთელი სეზონის განმავლობაში ქომაგობისთვის ვიდეო-კლიპით გამოხატავს, სადაც ცხადია ხშირად ჩანს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და გულშემატკივრებს თავისი მონდომებული და ბრძოლისუნარიანი თამაშით თავი შეაყვარა.

ფაჩულიას “დალასთან“ ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ცენტრი მოგვიანებით გაირკვევა. ბევრი რამ, “დალასის“ ხელმძღვანელობაზე და სამწვრთნელო შტაბზე იქნება დამოკიდებული - სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ქართველისთვის კონტრაქტის გაგრძელება, არ გაგრძელების საკითხი, თუმცა მეორეს მხრივ ფაჩულიასაც აუცილებლად ექნება შეთავაზება სხვა გუნდებიდან, რადგან როგორც ვთქვით აქტივში ნაყოფიერი სეზონი ჩაიწერა.


კალათბურთი, საქართველო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ