ყველა სპორტული სიახლე

ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი რიოში მიდიან! (ვიდეო)

გადაწყვეტილი ამბავია - თანამედროვეობის ორი უდიდესი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი რიოს ზაფულის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრებიან და ამერიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მორიგ ტიტულს შეუტევენ. ჯეიმსის და ენტონის განცხადება, რომ რიოში მიდიან სასიხარულოა ამერიკის ნაკრების გულშემატკივრებისთვის, თუმცა ეს ფაქტი არანაკლებ გაახარებთ სხვა გუნდის ქომაგებსაც - ლებრონ ჯეიმსის და კარმელო ენტონის თამაშის ხილვა ხომ ნებისმიერ კალათბურთის ქომაგს ახარებს.

ეს სიახლე ვარსკვლავებმა ნბა-ს ჟურნალისტს პიტერ ვესის დაუდასტურეს. ამერიკელი ვარსკვლავებისთვის რიოს ოლიმპიადა მე-4 იქნება, ამ დროში მათ ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

2004 წელს ათენში ბრინჯაოს მედლის დასაკუთრების შემდეგ, 2008 წელს პეკინში და 2012 წელს ლონდონში ოქრო არავის დაუთმეს, ცხადია ბიჭები მესამე ოქროს მედალს უმიზნებენ და ამერიკის ნაკრების შემადგენლობას რომ უყურებ, დაუჯერებელიც კი ჩანს მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. შეგახსენებთ, ნბა-ს მიმდინარე სეზონში კარმელო ენტონის “ნიუ იორკმა“ პლეი ოფში გასვლაც ვერ შეძლო, ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდი“ კი მე-1/4 ფინალშია გასული და ჩემპიონობას უტევს.


კალათბურთი, მსოფლიო, საინტერესო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ