ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დღეს სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. კახა ცხადაძე გიბრალტარისა და გერმანიის ნაკრებებთან დაპირისპირებისთვის 23 ფეხბურთელით ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. ცხადაძემ დღეს ნაკრების ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ავარჯიშა.

გიბრალტარისა და გერმანიის ნაკრებებთან დაპირისპირებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბუბა დაუშვილის, ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ლევან მჭედლიძის გამოძახება სურდა, თუმცა ოთხივე მათგანს ტრავმა აქვს და ნაკრებს ამ ეტაპზე ვერ დაეხმარებიან.

ბასაზე დღეს შემდეგმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს :

მეკარეები : გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე

მცველები : უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, საბა კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, გიორგი ფოფხაძე

ნახევარმცველები : ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა ძალამიძე

თავდამსხმელები : მათე ვაწაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ბაჩანა ცხადაძე

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ბასაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი შეხვდა.

სხვადასხვა, კალათბურთი, პარასპორტი, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ