ყველა სპორტული სიახლე

სამინისტროში სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლაზე იმსჯელეს (ვიდეო)

26 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილებთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და კომისიის წვერი სხვადასხვა მოწვეული სტუმრები.

სხდომის გამართვის მიზანი იყო უწყებათაშორისი კომისიის კომპეტენციის გაფართოება, მის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის განხილვა და თემატური ჯგუფების შექმნა კომისიის ამოცანების შესასრულებლად.

უწყებათაშორისი კომისიის შექმნა განპირობებულია საქართველოში სპორტული შეჯიბრებების (განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით) მანიპულაციების გახშირებული ფაქტებითა და აღნიშნულის წინააღმდეგ წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის უზრუნველსაყოფად.

კომისიის ძირითად ამოცანებს შორისაა:  სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება; მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;  სუბიექტებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისთვის წინადადებების შემუშავება.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. კომისიის შემადგენლობაში არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. კომისიის მუშაობაში ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ცნობისთვის, 2014 წლის 10 სექტემბერს ქ. მაკოლინში (შვეიცარია) საქართველოს სახელით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა „სპორტულ შეჯიბრებებზე მანიპულაციების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციას მოაწერა ხელი. დღეისათვის კონვენცია რატიფიცირებულია ნორვეგიის და ხელმოწერილია 17 ქვეყნის მიერ (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ლიტვა, მონტენეგრო, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი).  აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების 368-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას სპორტის წინაშე მდგარ გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლის პროცესში.


საქართველოს მთავრობის დადგენილებით N42 (2015 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი) საფუძველზე შეიქმნა „სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებისა და შემდგომი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდა მისი დებულება.

www.msy.gov.ge

სხვადასხვა, საინტერესო, ოლიმპიური

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ