ყველა სპორტული სიახლე

"ბათუმმა" გადახალისებულ "სოხუმს" სძლია

საკალათუბრთ სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ტური თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გრძელდება. სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთნაეთს ნახევარფინალში გასული „სოხუმი“ და „ბათუმი“ შეხვდნენ. მატჩი შედეგანი გამოდგა და „ბათუმის“ გამარჯვებით, 92:83 დასრულდა.

ვაჟა კვარაცხელიას გუნდი შეხვედრას გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. „სოხუმს“ ათუაშვილი, ჯგერენაია, ფაცაცია და ბაქრაძე ვერ ეხმარებოდნენ. გუნდის სამატჩო განაცხადში კი მხოლოდ 8 კალათბურთელი იყო. მიუხედავად ამისა, სოხუმელებმა სუპერლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს მატჩის პირველ ნახევარში ბრძოლა მაინც გაუმართეს.

პირველი მეოთხედის შემდეგ „სოხუმი“ 24:23-ს იგებდა, ხოლო დიდ შესვენებაზე ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 46:41.

მეორე ტაიმი ბათუმელებმა აქტიურად დაიწყეს, ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, შემდეგ კი უპირატესობაც მოიპოვეს და დასკვნითი მეოთხედის წინ შეხვედრაში ყველაზე დიდი, 9-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს და საბოლოოდ შეხვედრაც სწორად ამ უპირატესობით დაასრულეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 17 ქულით ბათუმელი ნიკა რამიშვილი გახდა. 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა აკაკი დვალიშვილმა. „სოხუმის“ რიგებში კი 16 ქულით ყველაზე შედეგიანი დიმიტრი დვალიშვილი გახდა.

 

სოხუმი - ბათუმი 83:92

სრული სტატისტიკა

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ