ყველა სპორტული სიახლე

"მგზავრების" დამაჯერებელი გამარჯვება

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ბოლოსწინა შეხვედრაში ერთმანეთს პლეი ოფს მიღმა დარჩენილი „მგზავრები“ და ბოლოადგილოსანი „აკადემია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბუბა ბერიშვილის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, 97:83 დასრულდა. 

დაძაბული და თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ „მგზავრებმა“ მეორე მეოთხედში უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 51:36.

შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა და „მგზავრებმა“ მშვიდად მიიყვანეს რეგულარულის უკანასკნელი მატჩი გამარჯვებამდე.

36 ქულით და 14 მოხსნით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "მგზავრების" კალათბურთელი, აკაკი ლომინაშვილი გახდა. "აკადემიაში" ყველაზე შედეგიანი 22 ქულითა და 10 მოხსნით საბა ლობჟანიძე იყო. 

აკადემია - მგზავრები 83:97

სრული სტატისტიკა

1   ბათუმი 28 19 / 9 2255 / 2086 47
2   ქუთაისი 27 18 / 9 2117 / 2006 45
3   დინამო 27 17 / 10 1998 / 1898 44
4   სოხუმი 28 15 / 13 2155 / 2020 43
5   რუსთავი 28 14 / 14 2182 / 2121 42
6   მგზავრები 28 14 / 14 2064 / 2151 42
7   ოლიმპი 28 9 / 19 2075 / 2230 37
8   აკადემია 28 5 / 23 2062 / 2396 33
 
 

ფეხბურთი, კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ