
"ატლანტამ" "ბოსტონი" გაანადგურა, "ტორონტო" სერიაში დაწინაურდა (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის 1/8-ფინალური ეტაპი გრძელდება.
ატლანტაში, ადგილობრივ კლუბსა და "ბოსტონს" შორის გამართული სერიის მე-5 მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, რომლებიც სერიაში 3:2 დაწინაურდნენ.
მასპინძლებმა მოიგეს ტორონტოშიც, სადაც "რეპტორსმა" "ინდიანას" 3 ქულის სხვაობით აჯობა და "ატლანტას" მსგავსად სერიაში 3:2 იგებს.
ატლანტა - ბოსტონი 110:83
(15:20, 32:19, 42:23, 21:21)
სრული სტატისტიკა
ტორონტო - ინდიანა 102:99
(20:35, 32:26, 25:29, 25:9)
სრული სტატისტიკა