ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულია: "ყურადღებით უნდა იყო, რათა საბოლოო არჩევანის გაკეთების დროს არ შეცდე"

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარ "დალას მავერიკსისთვის" ცნობილი თავისუფალი აგენტების საკუთარ რიგებში გადაბირება ყოველთვის რთული იყო. დუაით ჰოვარდი, დეანდრე ჯორდანი და კარმელო ენტონი წორედ ის ვარსკვლავები არიან, რომელბმაც "დალასს" უარი უთხრეს და კარიერის გაგრძელება სხვაგან არჩიეს. 

ამ ფაქტის და საკუთარი მომავლის შესახებ "დალასის" ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია sportsday.dallasnews.com-ს ესაუბრა. 

"ეს ჩემი პირველი სეზონია "დალასში", ასე რომ, კარგად არ ვიცი ადრე რა ხდებოდა. თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ კალათურთელს, რომელიც "დალასში" თამაშს გადაწყვეტს, გუნდი, ქალაქი და გულშემატკივარები ძალიან სწრაფად შეუყვარდება. ძალიან მცირეა იმ მოთამაშეთა რაოდენობა, ვისაც აქ არ მოეწონებათ. ეს გუნდი ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრობს და თუ შენი მიზანი გამარჯვებაა, "დალასი" სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა ითამაშო. 

ვისურვებდი, რომ კონტრაქტი ცხოვრების ბოლომდე მქონოდა. თავისუფალი აგენტი ადრეც ვყოფილვარ და ეს საკმაოდ რთული პროცესია, რა დროსაც ყურადღებით უნდა იყო, რათა საბოლოო არჩევანის გაკეთების დროს არ შეცდე. ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ფაჩულიამ, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონი სწორედ "დალასის" რიგებში ჩაატარა. 

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო, ლეგიონერი, საინტერესო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ