ყველა სპორტული სიახლე

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 28-ე ტური ბოლო მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ქუთაისი“ შეხვდნენ. ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა ის, თუ ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ ქუთაისელებს რომ წაეგოთ, მეორე ადგილზე გავიდოდნენ, თუმცა მოიგეს და რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

შესაბამისად, პლეი ოფში გასული გუნდები ნახევარფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: „ქუთაისი“ – „სოხუმი“ და „ბათუმი“ – „დინამო“. სერია 3 მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა წყვილებში პირველად მითითებულ გუნდებს აქვთ.

„ქუთაისისა“ და „დინამოს“ დაპირისპირება იმერულმა კლუბმა მოიგო. შეხვედრის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო, ხოლო მესამე პერიოდიდან უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ და საბოლოოდ ისე მოიგეს, წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ შეხვედრიათ.

საბოლოო ანგარიშია 79:68. ქუთაისელებს 19 ქულით დავით ბარბაქაძემ ულიდერა. მისმა ძმამ, გიორგი ბარბაქაძემ, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, თავი 16 ქულას მოუყარა. დინამოელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ებრიუ მაკალპი.

მაშ ასე, დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი. 4 საუკეთესო გუნდი პლეი ოფში, ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ქვედა 4 გუნდი სუპერლიგაში დაარჩენად იბრძოლებს. გუნდებს საკვალიფიკაციოში მიყვებათ რეგულარულში დაგროვილი ქულები, ანუ „აკადემია“, რომელიც უახლოეს გუნდს 5 ქულით ჩამორჩება, დარჩენილ 6 ტურში (გუნდები ერთმანეთს 2 წრედ გვდებიან) ჩამორჩენას დიდი ალბათობით ვეღარ შეძლებს.  

superleague.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ