
"გოლდენ სტეიტი" 1/4-ფინალშია (ვიდეო)
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გრძელდება.
"გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონს" 33-ქულიანი სხვაობით სძლია და სერიაში გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე 35 ქულით ჯეიმს ჰარდენი გახდა, თუმცა ამან "როკეტსი" სერიაში მეოთხე მარცხისგან ვერ იხსნა.
მაიამიში გაიმარჯვა და სერიაში 3:2 დაწინაურდა "შარლოტი", ისევე როგორც "პორტლენდი" "კლიპერსთან" მიმდინარე დუელში.
გოლდენ სტეიტი - ჰიუსტონი 114:81
სრული სტატისტიკა
მაიამი - შარლოტი 88:90
სრული სტატისტიკა
კლიპერსი - პორტლენდი 98:108
სრული სტატისტიკა