ყველა სპორტული სიახლე

ირმა ხეცურიანის ოქროს მედალი მონრეალიდან! (ვიდეო)

კანადის ქალაქ მონრეალში დაიწყო მსოფლიო თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში. ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეებს შორის გამართულ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენმა, საკვალიფიკაციო ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეძლო კონცენტრაცია და მე-1/4 ფინალში ამერიკელ დე მოლოს აჯობა, ნახევარფინალში კი ჩანდლერი ჩამოიშორა. შეჯიბრების ფინალში მისი მეტოქე ფრანგი სოფი საბლონი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ხეცურიანმა მარცხი განიცადა, ქართველმა მოახერხა მობილიზება და მეტოქეს რევანში აუღო  - 15:13.  30 აპრილს ირმა რაპირით ფარიკაობაში გამოვა, სადაც რიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოლებს.


პარასპორტი, საინტერესო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ