ყველა სპორტული სიახლე

პარაფრენბურთელთა ისტორიული მატჩი (ვიდეო)

საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო. ამხანაგური შეხვედრა, "ახალ თბილისში" ფრენბურთის დარბაზში ჩატარდა. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა, გაცილებით გამოცდილ და ევროპის რეიტინგში მეცხრე პოზიციაზე მყოფ აზერბაიჯანელებს არაფერი დაუთმეს.

პირველი სეტი სტუმრებმა 25:23 მოიგეს, მეორეში გამარჯვება ქართველებს დარჩათ - 25:17,  ანალოგიური სცენარით წარიმართა მესამე და მეოთხე სეტები. ჯერ აზერბაიჯანმა გაიმარჯვა 25-9, ხოლო შემდეგ ქართველებმა მოიგეს 25-20. საერთო ანგარიში გახდა 2-2 და გამარჯვებულის გამსავლენად, საჭირო გახდა მეხუთე პერიოდის გამართვაც, რომელიც აზერბაიჯანალებმა მცირედით მოიგეს.

საქართველოს პარაფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზეა შექმნილი. გუნდის ბირთვს, სწორედ სხვადახვა საბრძოლო ოპერაციებში დაჭრილი ჯარისკაცები შეადგენენ, რომლებიც ამიერიდან საქართველოსთვის, იარაღისა და სამხედრო ფორმის ნაცვლად - ფრენბურთის მოედანზე ეროვნული ნაკრების მაისურით იბრძოლებენ.


პარალიმპური კომიტეტის პრესსამსახური



 

პარასპორტი, საინტერესო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ