ყველა სპორტული სიახლე

სანდრო ბაზაძე ახალგაზრდული ევროპირველობის გამარჯვებულია!

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალური ორთაბრძოლა რუს ალექსანდრ ტრუშაკოვს 15:13 მოუგო და ფინალში გავიდა.

ფინალში კი იტალიელი დ’არმიენტო 15:10 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. სანდრო ბაზაძე მესამედ გახდა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ ამ ბიჭმა ახლახანს რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც დაისაკუთრა და აგვისტოში ოლიმპიადაზე გამოვა.


ფარიკაობა‎, საინტერესო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ