
ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტის" მარცხი "ბრეგანთან"
ჩვენი ნაკრების მძიმე ფორვარდის ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ პლეი ოფის სერიის მე-4 მატჩი სტუმრად, „ბრეგანთან“ გამართა და 83:90 დათმო. სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. გადამწყვეტ შეხვედრას, 3 მაისს „ლეიმა ბასკეტი“ ლა კორუნიაში უმასპინძლებს, მოედნის უპირატესობის გამოყენებას და ნახევარფინალში გასვლას შეეცდება.
ბექა ბურჯანაძემ 26 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სტუმართაგან საუკეთესო სერხიო ოლმოსი იყო, ვინც 20 ქულა ჩააგდო. მასპინძლებს კი 31 ქულით ჯოზეფ ორტეგამ ულიდერა.