
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესოა
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის საუკეთსო მოთამაშედ "ანდორას" ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი დასახელდა.
შეგახსენბეთ, რომ კვირას, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გუნდმა 5-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა, "ხოვენტუდ ბადალონას" 96:65 სძლია და ამ საქმეში უდიდესი წვლილი სწორედ შერმადინს მიუძღვის.
გიორგიმ მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 25:50 წუთში საკუთარ გუნდს 26 ქულა შესძინა. შერმადინმა 9-დან 8 ორქულიანი და ათივე საჯარიმო ჩააგდო მეტოქის კალათში. 26 ქულასთან ერთად მის აქტივში 5 მოხსნაც იყო.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 36 გამოვიდა, რაც ტურში საუკეთესო შედეგია.