ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩინური ტურნე ლიტვის დამარცხებით დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩინური ტურნე გამარჯვებით დაასრულა. ბოლო ამხანაგურ მატჩში, რომელიც რიგით მე-9 იყო, 18 და 20 წლამდელი კალათბურთელებით დაკომპლექტებული ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდი ლიტვას შეხვედა და 83:78 დაამარცხა.

ქართველებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, გუნდური თამაშის წყაობით აჯობეს. ლიტველებმა ბევრი ჯარიმა მიიღეს, შესაბამისად საქართველოს ნაკრების წევრებს ბევრჯერ მოუწიათ საჯარიმოს ხაზზე დადგომა - 38 ცდიდან 31 ჩაააგდეს.

ქართველებმა პირველი პერიოდი 24:18 მოიგეს, მომდევნო 2 მეოთხედი კი მცირე სხვაობით დათმეს და ყველაფერი ბოლო ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომლის დაწყებამდეც ჩერქეზიშვილის გუნდი 57:54 იგებდა. დასკვნით წუთებში ლიტველებმა სცადეს, მაგრამ გადამწყვეტი შტურნი ვერ განახორციელეს და ქართველებმა ჩინეთში მეორეჯერ დაამარცხეს ლიტველები. საქართველოს ნაკრებში 29 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბათუმელი ალეკო ფევაძე. 10 წუთში 14 ქულა ჩააგდო დავით ლომიძემ, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. 9 ქულა მიითვალა გიორგი გვიანიძემ, 8 ქულა დაგროვდა გიორგი ცხოვრებოვის ანგარიშზე. საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში მთლიანობაში 9 სპარინგ-მატჩი გამართა: 3 ჩინეთთან, 4 ლიტვასთან და 2 ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ქართველებმა 2 მოგების მოპოვება მოახერხეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა ლიტვა 72:67 და 83:75 დაამარცხა.

საერთაშორისო ტურნირი. 30 აპრილი - 2 მაისი. ინინგი
ლიტვა 75:83 საქართველო
18:24, 18:16, 18:17, 21:26

საქართველო: გოგნაძე (11წ, 2ქ), ფიფია (23 წუთი, 3 ქულა), ლომიძე (10წ, 14ქ), ფევაძე (29წ, 20ქ, 9მ), გვიანაძე (23 წუთი, 9 ქულა), ცხოვრებოვი (23 წუთი, 8 ქულა, 4 ჩაჭრა), კორსანტია (14 წუთი, 4 ქულა, 4 ჩაჭრა), რევაზაშვილი (26 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა), ზაქრაძე (17 წუთი, 10 ქულა), გიორგაძე (24 წუთი, 6 ქულა)

 www.gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ