ყველა სპორტული სიახლე

„ოკლაჰომამ“ “სან ანტონიოს“ ქულით აჯობა (ვიდეო)

დასავლეთ კონფერენციის ნახევრაფინალურ სერიის პირველ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ „სან ანტონიო“ „ოკლაჰომას“ მეორე საშინაო შეხვედრას დაუთმობდა, მაგრამ სტუმრებმა თავი გამოიდეს პრინციპული გამარჯვება მოიპოვეს (98:97) და მოედნის უპირატესობაც მიიღეს, რაც ასეთ დაპირისპირებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოლოდინისამებრ, ოკლაჰომელებს გუნდის მთავარმა ვარსკვლავებმა კევინ დურანტმა და რასელ ვესტრბრუკმა ულიდერეს - დურანტმა 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ვესტბრუკმა კი 29 ქულა, 7 მოხსნა, 10 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში წინა მატჩის მსგავსად იფრინა ლამარკუს ოლდრიჯმა, ვინც 41 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაგროვა, მაგრამ მას მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს - ბოლო წამებზე სტუმრებს ჯოჯოხეთი კი მოუწყვეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ