ყველა სპორტული სიახლე

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლესი ლიგისკენ მიიწევს

ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტ კორუნამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის პლეი ოფში „ბრეგანთან პრინციპული გამარჯვება მოიპოვა (99:63) და ნახევარფინალში გავიდა. უმაღლესი ლიგის საგზურს საუკეთესო გუნდი მიიღებს. ქართველი ფორვარდის გუნდის მომდევნო მეტოქე „მელილა“ იქნება. მეორე ნახევარფინალში „ბურგოსი“ და „ჰუესკა“ ითამაშებენ. ეს შეხვედრა ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 24 წუთი გაატარა და 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო -  ჯამში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ