ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 23-წლამდელ მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს. ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდური შეჯიბრის ფინალში იასპარეზეს, სადაც რუსეთის ნაკრებთან დამარცხდნენ 38:45. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი მასპინძლობდა. ფინალში გასვლამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ნახევარფინალში ბელარუსს სძლიეს 45:42, მანამდე კი უკრაინა 45:38, ჩემპიონატის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი იტალია კი 45:42 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩემპიონობა სანდრო ბაზაძემ მოიპოვა. ახალგაზრდა მოფარიკავეები თბილისში 5 მაისს დაბრუნდებიან.

www.msy.gov.ge

ფარიკაობა‎

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ