ყველა სპორტული სიახლე

Junior NBA საქართველოში (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს სახელწოდებით “, „JR.NBA – GBF ლიგა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ იქნება დაფინანსებული.  ამასთან, NBA მოგვიანებით უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად.

პირველი „ JR.NBA – GBF ლიგა“  6 ქალაქში ჩატარდება: ბათუმი, რუსთავი, გორი ქუთაისი, თბილისი, თელავი და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას. „ JR.NBA – GBF ლიგა, თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებს შესაბამისი კლუბის მაისურებს. ჯუნიორ ნბა მსოფლიოს 34 ქვეყნის მასშტაბით ტარდება. 2015-2016 წლების სეზონის გათამაშებაში მონაწილეობას 6.5 მილიონი ბავშვი იღებს.

ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის გაიმართება. 6 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართა ტურნირის კენჭისყრა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და ბავშვებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატება უსურვეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილეებთან - შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ასევე საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა. ღონსძიების დაესწრყნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელბიც, მათ შორის იყო ცნობილი რეპერი ბერა. სტუმრებმა კენჭისყრის პროცედურა ჩაატარეს და თითოეულ გუნდს NBA-ს გუნდების სახელწოდებები მიენიჭათ. პატარა კალათბურთელების განსაკუთრებით "გოლდენ სტეიტის" მაისურებით სურდათ თამაში და ეს უფლება წილად "ქუთაისის 1"-ის მოთამაშეებს ხვდად წილად. 


ნილ მეიერი (ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის და ევროპის კალათბურთის ოპერირების მთავარი დირექტორი): "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საუკეთესო პარტნიორია და გვეხმარება ბევრი პერსპექტიული ბავშვის აღმოჩენაში, რომელიც იზიარებს იმ სიხარულს, რასაც კალათბურთის თამაში ანიჭებს. მათ ვთავაზობთ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, შეითვისონ მეტი სპორტის ამ სახეობის შესახებ. ამასთანავე ვაპირებთ უფრო ფართო მასშტაბი მივცეთ ჩვენს პროგრამას და საქართველოში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით ივნისის ბოლოს დაგეგმილი ფინალებისთვის თბილისში ნბა-სა და ქალთა ნბა-ს ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ."

მიხეილ გაბრიჩიძე (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): "საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია აგრძელებს ტრადიციას და ყოველწლიურად ახალ-ახალ პროგრამას სთავაზობს ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას. ამჯერად, ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და გთავაზობთ ტურნირს, სახელწოდებით „ JR.NBA – GBF ლიგა, “, რომელიც იმ გლობალური პროექტის ნაწილია, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით 6,5 მილიონი ბავშვია ჩართული. ტურნირში მონაწილეობა ბევრ გუნდს სურდა, რის გამოც საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება მოგვიხდა და 51 გუნდიდან საუკეთესო 30 შეირჩა. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ბავშვთა კალათბურთში, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საქართველო და რაც მთავარია, თამაშები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც გაიმართება. ეს ყველაფერი საქართველოში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას დიდ სამსახურს გაუწევს. თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის, კონკრეტულად კი „ჯუნიორ ნბა“-ს ხელმძღვანელებს, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს."

ევან რაიანი (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდვინის თანაშემწე საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების საკითხებში): "ჩვენი სპორტული დიპლომატიის საშუალებით და მუშაობით, რომელსაც NBA-სთან ერთად ვახორციელებთ, ჩვენ ვაყალიბებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო ურთიერთობებს ახალგზრდობასთან მსოფლიოს გარშემო. ნბა-ს მსგავსად, „ჯუნიორ ნბა საქართველოს“ ლიგაში გუნდები დაიყოფიან ორ კონფერენციად და 6 დივიზიონად. ტურნირი მაისში დაიწყება და ივნისის ბოლომდე გასტანს. 6 დივიზიონიდან პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გავა. თითო კონფერენციის 2-2 საუკეთესო გუნდი ფინალურ მატჩებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, რომელიც თბილისში გაიმართება და გამოავლენს „ JR.NBA – GBF ლიგის, “ ჩემპიონს. ზაზა ფაჩულიასთან ერთად დესპანები მინაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელსაც საელჩო დაასპონსორებს და რომელიც მოიცავს NBA კლინიკას, ვარჯიშის სემინარებსა და Jr. NBA -ს ფინალებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპორტის დესპანის პროგრამის ეგიდით პლეი ოფის ფინალურ მატჩებს თბილისში ნბა-სა და ქალთა ნბა-ს ყოფილი მოთამაშეები დაესწრებიან."

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ