ყველა სპორტული სიახლე

სუპერლიგის პლეი ოფი მასპინძელთა გამარჯვებებით დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში პლეი ოფები დაიწყო.

ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრები ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა. 

ქუთაისმა ადგილობრივი კლუბისა და "სოხუმის" დაძაბულ დაპირისპირებას უმასპინძლა, რომელიც მასპინძლებმა 84:83 მოიგეს. "ქუთაისის" გამარჯვებაში 26 ქულით დიდი წვლილი ივან მიკულიჩმა შეიტანა, რომელმაც გამარჯვების სამიანიც ჩააგდო მეტოქის კალათში. 16 ქულით გამოირჩეოდა ზაურ ფაშაევი. "სოხუმის" რიგებში 23 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ჯგერენაიამ გაიფორმა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ლიდერის, ფილიპ მილერის ანგარიშზე კი მხოლოდ 11 ქულა იყო. 

ნაკლებად დაძაბული გამოდგა "ბათუმისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება, რომელიც ზღვისპირელებმა მოიგეს. "ბათუმში" 21 ქულით საუკეთესო ბესიკ ლეჟავა იყო, ხოლო "დინამოს" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მაქსიმ კოვაჩევიჩი გახდა 17 ქულით. 13 ქულითა და 10 მოხსნით ბათუმელმა იგორ კრივცოვმა ორმაგი დუბლი გაიფორმა. 

ქუთაისი - სოხუმი 84:83

სრული სტატისტიკა

ბათუმი - დინამო 86:73

სრული სტატისტიკა

სერიის მეორე შეხვედრები ხვალ, 7 მაისს კვლავ ქუთაისსა და ბათუმში შედგეაბა, რის შემდეგაც 3 მოგებამდე მიმდიანრე სერიები თბილისში გადაინაცვლებს.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ