ყველა სპორტული სიახლე

"ბათუმმა" "ოლიმპს" თბილისში მოუგო

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა. „ოლიმპისა“ და „ბათუმის“ შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. დაძაბული და საინტერესო მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა - 81:75.

შეხვედრის პირველი მეოთხედის დიდი ნაწილი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თბილისელთა 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე პერიოდი უკეთ ბათუმელებმა ჩაატარეს და რომ არა რამიშვილის გარბენი ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის დროს, დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდებოდა. თუმცა, ბათუმელთა უკანახაზელმა თამაშის წესი დაარღვია და პირველი ტაიმი „ოლიმპის“ 2-ქულიანი უპირატესობით, 37:35 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ბათუმელები დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებას 3 წუთი აკლდა, როდესაც ზღვისპირელებმა ლეჟავას და რევაზაშვილის ზუსტი სამიანებით ჰანდიკაპი 9 ქულამდე გაზარდეს, თუმცა ტომარაძის და სტიდის ძალისხმვებით „ოლიმპმა“ მეტოქეს გაქცევის საშუალება არ მისცა. მესამე პერიოდის შემდეგ ბათუმელები 2-ქულიანი სხვაობით, 62:60-ს იგებდნენ და ბუნებრივია, რომ მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედს უნდა გადაეწყვიტა.

„ბათუმი“ მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას ახერხებდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ალფოროვის ზუსტი სამიანით „ოლიმპი“ წინ გავიდა. თუმცა, ეს თბილისელთა უკანასკნელი დაწინაურება იყო ამ შეხვედრაში. დარჩენილ დროში უფრო ზუსტები „ბათუმის“ კალათბურთელები იყვნენ, რომლებმაც შეხვედრა გამარჯვებამდე აუღელვებლად მიიყვანეს.

თბილისელთა შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ტომარაძე იყო, ხოლო ოსტინ სტიდმა 18 ქულით და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „ბათუმის“ მხრიდან 20 ქულით კარგი თამაში ბესიკ ლეჟავამ ჩაატარა. შედეგიანი იყო ბათუმელთა უკრაინელი ახალწვეული, ლეონიდ სტეპანიშინი (10 ქ.) მატჩის საუკეთსო მოთამაშე კი ზღვისპირელთა ცენტრი, აკაკი დვალიშილი გახდა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად ამდენივე მოხსნაც მოიპოვა.

„ოლიმპი“ 75:81 „ბათუმი“

სრული სტატისტიკა

მატჩის შემდეგ:

გია კაზანჯიანი („ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): „ორი თანაბარი გუნდის თამაში იყო. უკვე მეორე თამაშს ვაგებთ იმის გამო, რომ გუნდი ბოლომდე არ იბრძვის.

დავით უსტიაშვილი („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): “როგორც მოსალოდნელი იყო საკამაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ახალი გუნდი ვართ და ჯერჯერობით შეთამაშების პრობლემა გვაქვს. ფორმაში შევდივართ და თითოეული მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

კალათბურთი, ავტოსპორტი, საქართველო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ